ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა გაიხსნა.
სიახლე ადგილობრივი ფერმერების მიერ ტრადიციული მეთოდით წარმოებული ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მათ შემოსავალს გააუმჯობესებს.
პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას იაპონიის ელჩი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.