top of page
ჭახრაკინი.jpg

ჭახრაკინი

ქართული ტრადიციული სამზარეულო

პირველი რაც საქართველოზე გაგახსენდებათ თვალწარმტაცი ბუნება და სამზარეულოა. შემდეგ კი - სტუმართმოყვარეობა, რომელიც ისევ ქართული კერძებით გემრიელად გამასპინძლებას უკავშირდება. აქაური სამზარეულო მრავალფეროვანია და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ევროპის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და შუა აზიური სტილის გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა ქართული სამზარეულო მაინც უნიკალურია, საქართველოს როგორც აბრეშუმის გზის ცენტრალურ ნაწილის წარსულს კარგად ასახავს და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ტრადიციული კერძები აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონების მიხედვით განსხვავდება და მომზადების საკუთარი ხერხი აქვს. უხვად შეგხვდებათ მწარე და ნაკლებად მწარე, მჟავე, მარილიანი თუ ტკბილი კერძები. ქართულ გასტრონომიაში მთავარი დამახსიათებელი ნიშანი ხორცის ნაირსახეობაა. აქ თქვენ ფრინველის, საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცით დამზადებულ კერძებს გაეცნობით. აღსანიშნავია ცხარე და ნივრის სოუსები, სიმინდის ფქვილის მრავალნაირი გამოყენება და სუნელების მრავალფეროვნება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ტრადიციული საჭმელი საკმაოდ ‘მძიმეა’, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დიდი მოცულობით ხორცეულს, მრავალნაირ ყველსა და ცომეულს შეიცავს. თუმცა მეორე მხრივ, ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევნით ხასიათდება. ვეგეტარიუანულ-მეგობრულიცაა და ნებისმიერი პრეფერენციის ადამიანი ქართულ სამზარეულოში თავისი გემოვნების კერძს აუცილებლად აღმოაჩენს.
 

ქვემოთ ჩამოთვლილი ყოველი კერძი მზადდება ჩვენს სამზარეულოში, რომლის დაგემოვნებაც შეგიძლიათ ჩვენს კაფეში. ფასებს გაიგებთ ადგილზე, გვესტუმრეთ, შეუკვეთეთ და ისამოვნეთ ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული ახალი კერძები.

ან შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად, ამისთვის დაგვიკავშირდით:
 

 +995 599 881 783; +995 593 981 557 

 +995 577 963 990

ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით
დასავლეთ საქართველოდან. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული,
აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული. განსაკუთრებით ცნობილია
იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას ასევე წარმოადგენს თუშური „კოტორი“.

ლობიანი

ტრადიციული ქართული კერძი. მზადდება ცომისა და ლობიოს მასისგან ეზავებული
სუნელებით.

ხინკალი

ერთ-ერთი ეროვნული ქართული კერძია. წარმოიშვა მთიან რეგიონში საქართველოს. ტრადიციულად ხინკალს ახვევენ დანაოჭებულ ცომში და ავსებენ საქონლის ან ღორის ხორცით. სანელებლები. გაბრტყელებული ცომი, ერთგვაროვანი, იკვრება ზედა ნაწილთან, რომელსაც კუჭს ვუწოდებთ. გრეხილი ხინკალი იხარშება და მისი შემცველობა, წვენი განსაკუთრებულ გემოს და არომატს იძენს. ხინკალი მზადდება ცხვრის ხორცით ხორცი მხოლოდ საქართველოს მთიან რეგიონებში. თუ გსურთ ვეგეტარიანული ხინკალი, შეგიძლიათ შეავსოთ ცომი სოკოთი, ყველით ან კარტოფილით.  ხინკალს ტრადიციულად ხელით მიირთმევენ

ფხალი

ქართული ტრადიციული კერძია. მისი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი კეთდება
ისპანახისგან და ჭარხლისგან. ფხალი აუცილებლად გასასინჯი კერძების სიაშია
ვეგეტარიანელებისთვის. ფხალი ცივი აპეტაიზერია,  შედგება დაკეპილი ბოსტნეულისგან,
რომელიც შეზავებული ნიგვზით, მწვანილით, ხახვითა და ნივრით.

საცივი

ქართული ცივი კერძი, ნიგვზის სოუსი, რომელშიც შეიძლება იდოს ინდაური, ქათამი ან
თევზი. საცივს ტრადიციულად საახალწლო სუფრაზე მიირთმევენ.

ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა 

ცივი აპეტაიზერი. ის არის ვეგეტარიანული საჭმელი და ხშირად
ფხალთან ერთად მიართმევენ სუფრაზე. ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა კეთდება შემწვარი
ბადრიჯნისგან და შეზავებული ნიგვზისგან, რომლებიც გადახვეულია ერთად.

ჩაქაფული

მადისაღმძვრელი ქართული კერძი. ის ტრადიციულად კეთდება ცხვრის ან ხბოს
ხორცისგან, ტარხუნისგან, ტყემლისგან, მშრალი თეთრი ღვინისგან, მწვანილებისა და
ნივრისგან.

ჩურჩხელა

ჩურჩხელას ხშირად ქართულ ‘სნიკერსსაც’ უწოდებენ. ქართული ტკბილეული,
ნიგვზის ან თხილის ნატეხები, ამოვლებული თათარაში (ყურძნის წვენისგან დამზადებული
ტკბილი ფაფა). ძაფზე აცმულ ნიგოზს თათარაში ამოავლებენ, გასაშრობად თოკზე გააბამენ და
ჩურჩხელაც მზადაა. იგი უგემრიელეს, აუცილებლად გასასინჯ სნექად ითვლება.

ტკბილი ქადა

ქართული დესერტი, განსაკუთრებით გემრიელია ფინჯან ყავასთან, ჩაისთან და
თბილ რძესთან ერთად. ხრაშუნა ქერქი, ზომიერად ტკბილი და ძალიან გემრიელი შიგთავსი ამ
დესერტს აუცილებლად შეგაყვარებთ

bottom of page