top of page

ყველის გზა

კულტურული ყველის მარშრუტის მიმოხილვა

კახეთი ცნობილია ტრადიციული ყველის საოცარი მრავალფეროვნებით. დაუმატეთ ამას შესანიშნავი ამინდი, კარგი ღვინო, ულამაზესი პეიზაჟები და აუცილებლად მოინდომებთ ერთერთ (თუ არა ყველა) გასტრონომიულ თავგადასავალში მონაწილეობის მიღებას! ყველის გზა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დააგემოვნოთ ტრადიციული ყველი მისი წარმოების ადგილზე, გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ტრადიციული ყველის დამზადების ხელოვნების ერთგულნი არიან და გაიგოთ თუ რა ხდის ამ ყველს ასე უნიკალურს!  არ იცით რომელ ტურზე შეაჩეროთ არჩევანი? არასწორი არჩევანი უბრალოდ არარსებობს, გპირდებით! ტურების მოკლე მიმოხილვა: ორდღიანი ტური - ყველის მოყვარულთათვის, მათთვის ვისაც არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ

ორდღიანი ტური - ყველის მოყვარულთათვის, მათთვის ვისაც არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ
I დღე - გამგზავრება თბილისიდან ალავერდში (საჭიროებისამებრ) და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ალავერდის მონასტერი
დღე II - ზემო და ქვემო ალვანი, ილტოს ხეობა
ან
დღე II - სანახაობრივი პანკისის ხეობაe

სამდღიანი ტური - ყველისა და მთის მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც ცოტა მეტი
დრო აქვთ ხელთ

I დღე - მოგზაურობა თბილისიდან ალავერდში (საჭიროებისამებრ) და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ალავერდის მონასტერი

დღე II - ზემო და ქვემო ალვანი, ილტოს ხეობა
III დღე - პანკისის ხეობა

 

ხუთდღიანი ტური – ყველის მოყვარულთათვის და მათთვის, ვისაც სიმაღლე არ აშინებს

I დღე - გამგაზვრება თბილისიდან ალავერდში (საჭიროებისამებრ) და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ალავერდის მონასტერი
დღეები II-IV- თუშეთი (II და III დღის რამოდენიმე ვარიანტით)

ორდღიანი და ხუთდღიანი ტურის კომბინაცია - ყველის მცოდნეებისთვის
სამდღიანი და ხუთდღიანი ტურის კომბინაცია - სრული ტური ჩემპიონთათვის

22221.png
bottom of page